რელიგიის თავისუფლება და ტოლერანტობის კულტურა - შეხვედრა ახალციხეში
15:46 / 14.02.2020
სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მთავარი ექსპერტი, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ახალციხელ მოსწავლეებს ესაუბრა. საჯარო შეხვედრა „დემოკრატ მესხთა კავშირში“ გაიმართა. საუბრის თემა საქართველოში ტოლერანტობის კულტურა და რელიგიის თავისუფლება იყო.
თეოლოგმა როგორც ეთნიკური, ისე რელიგიური ნიშნით ტოლერანტობის შესახებ ისაუბრა. აქცენტი გააკეთა რელიგიების თავისუფლების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხზეც. შეხვედრაზე ასევე განიხილეს პრობლემები, რომლებიც კონფესიებს თუ ეთნიკურ უმცირესობებს საქართველოში ექმნებათ. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს ტოლერანტობის ცენტრის ფილმები აჩვენეს, რომელებიც სხვადასხვა რელიგიასა და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს ეხებოდა.
საჯარო ლექცია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის PITA-ს ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის პარტნიორი ახალციხესა და ახალქალაქში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირია“.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.