გიორგი გახარიას ცნობით, 18 მაისიდან, ორშაბათიდან, სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები გაიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ასევე 18 მაისიდან, გახარიას ცნობით, მოიხსნება 3 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, თუმცა, პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ეს არ შეეხება ავტომობილებში მყოფი ადამიანების რაოდენობის შეზღუდვას.