საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში კარანტინს 332 პირი გადის
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 332 პირი იმყოფება. რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, 332 პირიდან 61 მოქალაქე ახალციხეში, გრანდ პალასშია მოთავსებული, დანარჩენი კი ბაკურიანის ხუთ სასტუმროშია გადანაწილებული.
რეგიონში სულ ექვსი საკარანტინო ზონაა გახსნილი, სადაც მოგზაურობის ისტორიის მქონე ან კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი პირები არიან მოთავსებული. ისინი იზოლირებულ სივრცეში ორი კვირა რჩებიან.
რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში რჩება ექვსი მოქალაქე.
ამ დრომდე, სამცხე–ჯავახეთში მდებარე საკარანტინო ზონებში მყოფებიდან, კორონავირუსი ხუთ მოქალაქეს დაუდგინდა, მათ შორის ერთი ბორჯომის, ოთხი კი ახალციხის ცხელების ცენტრში იყო შეყვანილი.
გააზიარეთ :