საზოგადოება
ქალაქი, სადაც სახლები მხოლოდ 1 დოლარად იყიდება
ბოლო ერთი წლის განმავლობაში იტალიის არაერთმა პატარა ქალაქმა გადარჩენისა და სრული დაცარიელებისგან თავის დაღწევის მიზნით მიზნით უცნაური და დაუჯერებელი კამპანია წამოიწყო - სხვადასხვა კრიტერიუმების მიუხედავად ისინი სახლებს მხოლოდ და მხოლოდ 1 დოლარად ყიდიან!
მათ შორის ერთ-ერთი იტალიის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე პატარა და ულამაზესი ქალაქი ჩინკუფრონდი, რომლის მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება.
ქალაქი ძვ. წ. მე-7 საუკუნეში ბერძნებმა დაარსეს და მისი სახელწოდება ითარგმნება როგორც „5 სოფელი“. საუკუნეთა განმავლობაში ქალაქში ათასობით ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა მე-20 საუკუნის შუა პერიოდიდან მისმა მოსახლეობამ გადაწყვიტა საცხოვრებლად დიდ ქალაქებში გადასულიყო, რის შედეგადაც ქალაქი სრული გაქრობის წინაშე აღმოჩნდა.
ბი-პი-ენის ცნობით, ქალაქის მერი მიკელე კონია აღნიშნავს, რომ ჩინკუფრონდის საუცხოო მდებარეობა აქვს. ქალაქის გარშემო ულამაზესი ეროვნული პარკი და მდინარეა, ხმელთაშუა ზღვა კი სულ რაღაც 15 წუთის სავალზეა. ამასთან ქალაქში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი უძველესი ისტორიული შენობაა.
„ძალიან ძნელია უყურო როგორ კვდება დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე ქალაქი. მისი სრული განადგურებისგან გადასარჩენად დაუჯერებელი და გასაკვირი პროექტი წამოვიწყეთ“- აცხადებს მერი.
მისი თქმით, მსურველებს სახლის შეძენა მხოლოდ და მხოლოდ 1 დოლარად შეუძლიათ და მათ არანაირი დეპოზიტის გადახდა არ მოუწევთ, როგორც ეს იტალიის სხვა ქალაქებში ხდება.
ერთადერთი გადასახადი, რაც ახალმოსახლეებს ექნებათ არის შენობის დაზღვევა, რომელიც წელიწადში 250 ევრო ღირს.
აღსანიშნავია, ჩვეულებრივ შემთხვევაში მსგავსი ფართობის მქონე სახლებს წელიწადში დაზღვევის სახით მინიმუმ 10 000 ევროს გადახდა მოუწევდათ.
მერის განმარტებით, ახალმოსახლეები ვალდებულები არიან სახლი შეძენიდან 3 წლის განმავლობაში შეაკეთონ, რის შემდეგაც ისინი სახლზე სრულ ქონებრივ უფლებას მოიპოვებენ.
იმ პირებს კი, რომლებიც სახლს არ მოუვლიან და მასზე არ იზრუნებენ 3 წლის შემდეგ ჯარიმის სახლით 20 000 ევროს გადახდა მოუწევთ და სახლი ჩამოერთმევათ.
ქალაქის მერი იმედი გამოთქვამს, რომ ახალმოსახლეები ჩინკუფრონდიში სულ მალე გამოჩნდებიან და ქალაქს სიცოცხლესა და ხალისს დაუბრუნებენ.
გააზიარეთ :