რომის პაპი სომხეთსა და აზერბაიჯანს დიალოგისკენ მოუწოდებს
კათოლიკური ეკლესიის მეთაური ფრანცისკე სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, დიალოგის გზით მიაღწიონ პრობლემათა მშვიდობიან ხანგრძლივ მოგვარებას.
„შეშფოთებით ვუყურებ ბოლო დღეებში ახალ გამწვავებულ შეიარაღებულ დაძაბულობას კავკასიის რეგიონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“, - განაცხადა რომის პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ტრადიციული საკვირაო ქადაგების დროს.
პონტიფიკოსის თქმით, ილოცებს შეტაკებების შედეგად დაღუპულთა ოჯახებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოების თანადგომით შესაძლებელი გახდება ხანგრძლივი სამშვიდობო გადაწყვეტილების მიღწევა.