საზოგადოება
გულიკამელი ახალგაზრდების დაკითხვაზე დაბარების გამო, მოსახლეობამ აქცია გამართა
დღეს 16 აგვისტოს, ახალქალაქის სოფელ გულიკამის ახალგაზრდები, რვა აგვისტოს მომხდარი დაპირისპირებისა და მკვლელობის საქმეზე, შსს-მ დაკითხვაზე დაიბარა.
გულიკამის მოსახლეობა, მოკლული ვარდან მირანიანის მამის ხელმძღვანელობით, სოფლის ცენტრში შეიკრიბა და ახალგაზრდების დატოვება მოითხოვა.
ინფორმაციას jnews.ge ავრცელებს.
როგორც სოფელში ამბობენ, გულიკამიში ადგილობრივი პოლიციელები დილით მივიდნენ. სამართალდამცველებმა ახალციხეში დაკითხვაზე 40-მდე ახალგაზრდა გამოძახა.
”ჩემი მოთხოვნაა, რომ ბიჭები არ წაიყვანონ. ჩემი ვაჟი გარდაიცვალა, თუ ამ საქმეში სხვისი შვილიც დაიტანჯება, მაშინ ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ აქვს. მე ჩავთვლი, რომ არაფერი მომხდარა, ვიფიქრებ, რომ ამით მხოლოდ ჩემი შვილი გავწირე. ჩვენ არ ვაპირებთ შურისძიებას ან მტრობას. შევიკრიბეთ იმის გამო, რომ ჩემი შვილის გარდაცვალების გამო, სოფლის ახალგაზრდა ბიჭები დაკითხვაზე არ წაიყვანონ, რომ მათ თავი დაანებონ. მე ასევე ვუთხარი პოლიციას, რომ თუ ვინმე ბიჭი წაიყვანენ ახალციხეში და დააპატიმრებენ, მაშინ მე ქალაქის ცენტრში თავს დავიწვავ “, - ამბობს გარდაცვლილის მამა არსენი მირიანიანი.
ადგილობრივებმა პოლიციას განუცხადეს, რომ დაკითხვაზე მხოლოდ ახალგაზრდებს არ გაუშვებენ და მთელი სოფელი მზად არის წასასვლელად.
„დაე, ავტობუსები მოიყვანონ და ყველა წაიგყვანონ“ - ამბობს გულიკამის მოსახლეობა.
გააზიარეთ :