ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - განუცხადეს „მეცხრე არხს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. პირველადი დათვალიერებით, დამწვარია ტყის ქვედა საფარი დაახლოებით, 4 ჰექტარი ფართობი.
ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინუბნიდან დაახლოებით, 20 კილომეტრში, ამარათის მთის ფერდობზე, ხანძრის შესახებ ინფორმაცია 112-ში გუშინ, 30 აგვისტოს შევიდა. ცეცხლი თავდაპირველად, მინდორს ეკიდა, შემდეგ ტყისპირა ბუჩქნარზე გადავიდა. რთული რელიეფის გამო, ტექნიკას ხანძრის კერებთან მიახლოება უჭირდა.
ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ორი დღეა მუშაობს მეხანძრე-მაშველთა ჯუფი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. მეხანძრე მაშველებს, რეინჯერები და ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარებოდნენ.
ადგილზე იმყოფებიან კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.