ასპინძასა და ნინოწმინდაში, გადასახადის გადამხდელებს RS CAR-ი მოემსახურება
17-29 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR-ი გადასახადის გადამხდელებს, ასპინძასა და ნინოწმინდაში მოემსახურება.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, RS CAR-ი (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.
RS CAR-ი გადასახადების გადამხდელებს, ასპინძისა და ნინოწმინდის გარდა კიდევ 12 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.