SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
საზოგადოება
სამი წელია მუზეუმის ფონდსაცავის მშენებლობა ვერ დაიწყო
სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის ადმინისტრაციის შენობისა და ფონდსაცავის მშენებლობა, რომელიც სამი წლის წინ დაანონსდა, ამ დრომდე არ დაწყებულა. მუზეუმის მმართველი ამბობს, რომ სპეციალური კომისია პროექტებს იწუნებს, ადგილობრივ ხელისუფლებაში კი გვარწმუნებენ, რომ დონორის მოძიება მიმდინარეობს. ამასობაში ექსპონატების ნაწილი, მცირე ფართის გამო, სარდაფშია დასაწყობებული.

ახალციხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის ადმინისტრაციული და საფონდო შენობა აშენდება, - ეს განცხადება ჯერ კიდევ 2017 წელს ახალციხის მერმა საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. ზაზა მელიქიძემ დეპუტატებს დეტალურად აუხსნა სად და როგორი შენობა განთავსდებოდა და პროექტიც წარუდგინა. ამის შემდეგ, საკრებულოს წევრებმა 1 640 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ეროვნული ბიბლიოთეკისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემას მხარი დაუჭირეს.

„ეს იქნება ტერასული ტიპის, დაბალი შენობა. აქ განთავსდება საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, ხალიჩების გამოფენა. ის, რაც უნივერსიტეტის სარდაფშია, ყველა ნივთი აქ გადმოვა, იქნება ლაბორატორია, ეს არ იქნება ციხესთან, გალავანთან ახლოს, შიგვე იქნება საკონფერენციო დარბაზი“, - განაცხადა ახალციხის მერმა 2017 წლის 15 დეკემბერს.

მშენებლობა 2018 წელს უნდა დაწყებულიყო და დაახლოებით, 3 მილიონ ლარამდე სჭირდებოდა. პროექტის მიხედვით, მესხური დარბაზის სტილის ორსართულიანი შენობა „ახალციხის ციხის“ ზედა შესასვლელთან, გალავანთან 1 640 კვ.მ.-ზე უნდა განთავსებულიყო. გათვლილი იყო, რომ პირველ სართულზე ლაბორატორია, ქვის, ხალიჩების და ფოტოების ფონდი, საცავი, საკონფერენციო, კაფე და დროებითი საგამოფენო სივრცე მოეწყობოდა. მეორე სართულზე ადმინისტრაციის ოთახები, ბიბლიოთეკა, სათათბირო და სასტუმრო ოთახი იქნებოდა განთავსებული.

მერის მიერ, საკრებულოსთვის წარდგენილი პროექტი მოგვიანებით დაიწუნეს. სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის მმართველის თქმით, ამ საკითხზე ეროვნული მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ერთად მუშაობს. პროექტს სპეციალური კომისიის ნებართვა და მოწონება სჭირდება, რომელმაც უკვე ორი პროექტი დაიწუნა. ახლა მუშაობა მესამეზე მიმდინარეობს.

„შენობა ერთიან კონცეფციაში რომ ჩაჯდეს, ისეთი არქიტექტურული სტილი უნდა იყოს, რომ ახალციხის ციხის ხასიათში ჩაჯდეს“,
- ამბობს ციური ლაფაჩი.
საგამოფენო სივრცის მცირე ფართის გამო, სამუზეუმო ექსპონატების ნაწილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მუზეუმის სარდაფში ინახება.

თითქმის სამი წელი რომ პროექტში შესწორებებს დასჭირდა, ამას ეროვნულ მუზეუმშიც გვიდასტურებენ.

“2018 წელს ეროვნული მუზეუმის არქიტექტორთა ჯგუფმა მოამზადა ახალციხის მუზეუმის საცავის ესკიზური პროექტი. 2019 და 2020 წელს გაეგზავნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საიდანაც რამდენჯერმე მოვიდა შენიშვნები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტში შესწორების შეტანა და დონორის მოძიება”, - ვკითხულობთ ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციიდან მიღებულ წერილში.

სამცხე ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო სივრცე „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე, ჯაყელების რეზიდენციაშია მოწყობილი. ფართის სიმცირის გამო, სამუზეუმო ექსპონატების ნაწილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მუზეუმის სარდაფში ინახება. მუზეუმის მმართველის თქმით, უნივერსიტეტში რამდენიმე დიდი ზომის სურათი ინახება. ფოტოფონდი, სულიერი და მატერიალური კულტურის, ასევე ეთნოგრაფიული ძეგლები დალუქულია და საცავებშია დასაწყობებული. ფონდსაცავის მშენებლობის შემდეგ, ახალ შენობაში ყველა ნივთი ერთად მოიყრის თავს.

„ფოტოფონდი, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ეპიგრაფიკა - ყველაფერს ცალ-ცალკე ოთახები ექნება. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ვისაც აინტერესებს მოვიდეს, დაჯდეს, გამოიყენოს მასალები, გამოიკვლიოს“, - გვიხსნის ციური ლაფაჩი.

ახალციხის მერიაში ფონდსაცავის მშენებლობაზე, მუზეუმის ადმინისტრაციისგან განსხვავებული ინფორმაცია აქვთ. პრესსამსახურში ამბობენ, რომ პროექტი მზად არის და ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაცია დაფინანსებაზე მოლაპარაკებებს მუნიციპალური განვითარების ფონდთან და სხვა დონორებთან აწარმოებს.

„საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან რამდენჯერმე გვქონდა როგორც წერილობითი, ისე ზეპირი კომუნიკაცია. საქმის კურსში ვართ როგორ მიმდინარეობს პროცესი. ჩვენ მხოლოდ ტერიტორია გადავეცით, პროექტის შედგენასა და დაფინანსების მოძიების პროცესში ჩართული არ ვართ. ეს ეროვნულმა მუზეუმმა უნდა განახორციელოს“, - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

მშენებლობის გარდა, კიდევ ერთი საკითხია, რაზეც ეროვნულმა მუზეუმმა უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს. დარჩება თუ არა ახალციხის ციხის ტერიტორიაზე საგამოფენო სივრცე და ექსპონატების ნაწილი. მთავრია შენობა აშენდეს და ამის გამოსავალიც გამოჩნდება - ამბობს მუზეუმის მმართველი ციური ლაფაჩი.
მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
Facebook Twitter
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetgalabethttps://casino-infinity.com/de/bağlama büyüsüfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตเว็บตรงAI 검사기BetigmaTahliye planısahabetjojobetjojobetnycbahispusulabetgalabetdizipaltürk ifşa킹콩티비puff배트맨티비jojobettipobettipobet스마일퀄리티maxwinholiganbetcasibom girişledger livecialis1xbetcasibomzbahistipobettipobetstreameastcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortPadişahbethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetmatbetcasinofastiptv satın alhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahismavibetStreameastholiganbet girişganobetpradabetultrabetcasibomorisbettipobet girişpusulabetpusulabetholiganbetnakitbahisholiganbet 1174pusulabet girişpusulabet girişmatbet girişjojobetGrandpashabetgobahisorisbetgobahisgiftcardmall/mygiftcasibomcasibomcasibommatbetnerobetcasibombetparkiptvcasibomcasibomnitrobahisyakabetcasibom girişcasibombetciobetcioultrabetSekabetCasibomsekabetDinamobetVdcasinobetpuanMarsbahisatlasbetholiganbetultrabetultrabetultrabetpusulabetkavbetmatbet girişpusulabet girişbetsmove girişbetsmove girişbetsmove girişholiganbet girişgalabet girişvaycasinodeneme bonusu veren sitelerizmir escortdeneme bonuscasibomonwin girişJojobetmilanobetmilanobetStreameastfixbetartemisbettimebettimebettimebetcasibomcasibomSohbet odalarıbetparkcasibompusulabetpusulabetmeritbetbetasus영문주소casibomหวยออนไลน์Betigma girişbetparkBetigmajojobetcasibommatbetрейтинг казинорейтинг онлайн казиноgrandpashabet 7025holiganbet 1174jojobetdeneme bonusu telegramStreameast