საზოგადოება
ნინოწმინდის საბაჟოსთან სატვირთო ამოტრიალდა
საქართველო-სომხეთის საზღვართან, ტრაილერი გადაბრუნდა. მძღოლს სატვირთო ყინულზე მოუცურდა. შემთხვევა ოთხ დეკემბერს, სოფელ ეფრემოვკასთან მოხდა. თვითმხილველების თქმით, დატვირთული სატვირთო რუსეთიდან სომხეთში მიდიოდა.
„ჩვენ გზაზე მივდიოდით და დავინახეთ ამოტრიალებული სატვირთო. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა“, - გვითხრა სამო მნოიანმა.
შსს-ში ამბობენ, რომ მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამრღვევი მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.
გააზიარეთ :