21:00 - 05:00 საათებში გადაადგილების შეზღუდვა ორი ღამით მოიხსნა
21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა, გამონაკლისის სახით ახალი წლისა და შობის ღამეს მოიხსნება მოიხსნება. 31 დეკემბრისა და 6 იანვრის ღამის საათებში მოქალაქეებს გადაადგილება შეუზღუდავად შეეძლებათ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, ამის მიუხედავად, ძალაშია მათი მოწოდებაა, რომ ვიწრო საოჯახო წრეში აღინიშნოს ახალი წელი.
„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21 საათიდან დილის 5:00 საათამდე და ისევ ძალაში რჩება გამონაკლისი საახალწლო ღამის და შობის ღამის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.