SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
საზოგადოება
ფქვილი 67 ლარამდე გაძვირდა, 10-ლარიანი სუბსიდირება საკმარისი აღარაა - მეხორბლეთა ასოციაცია
1 ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილის ღირებულება 65-67 ლარია, შესაბამისად 10-ლარიანი სუბსიდია აღარ არის საკმარისი, რომ წისქვილ-კომბინატებმა 53 ლარად მიაწოდონ ფქვილი მასობრივი მოხმარების პურის ქარხნებს - ამის შესახებ მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. ლევან სილაგავას თქმით, ახალი ტენდერი 20 იანვრის შემდეგ უნდა გამოცხადდეს და თუ პირობები იგივე იქნება, შესაძლოა, ბევრ კომპანიას მონაწილეობის ინტერესი აღარ გაუჩნდეს.

,,დღეს პირველი ხარისხის ერთ ტომარა ფქვილის ფასი 65-67 ლარია. გაზრდილი ფასი განპირობებულია საექსპორტო ხორბლის ფასის მკვეთრი ზრდით სექტემბრიდან დღემდე. რაც შეეხება სუბსიდირების პროგრამას, ის 4-თვიანია, დაიწყო 1-ელ დეკემბერს და დამთავრდება 1-ელ აპრილს. თუმცა პროგრამა დაყოფილია ორ ეტაპად, პირველი ტენდერი, რომელიც ჩატარდა უზრუნველყოფდა 2-თვიან მიწოდებას, რომლის ვადაც იწურება 1-ელ თებერვალს. მაშინ ბაზარზე არსებული ვითარება განსხვავებული იყო. 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 53 ლარს შეადგენდა.

20 იანვრის შემდეგ, გაიმართება შემდეგი 2 თვის ტენდერი, ჯერ არ ვიცით გადაიხედება თუ არა სუბსიდირების პარამეტრები. ჩვენ, ვაკვირდებით ბაზარზე არსებულ სიტუაციას და არ ვიცით ჯერ, კერძო კომპანიები რას გადაწყვეტენ, მათი მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

პირველი ტენდერის პირობების მიხედვით, 10-ლარიანი სუბსიდირება ხდება და წისქვილკომბინატების მხრიდან პურის ქარხნებს ფქვილი უნდა მიეწოდოთ 53 ლარად, ახლა კი როცა ფასი 65 ლარს ასცდა 10-ლარიანი სუბსიდირება საკმარისი არ არის. თუ პირობები იგივე იქნება, შეიძლება, რომ კომპანიებს ინტერესიც არ ჰქონდეთ მიიღონ ტენდერში მონაწილეობა. 10-ლარიანი სუბსიდირება აღარ ჰყოფნის იმას, რომ 53 ლარად იყოს ფქვილი მიწოდებული პურის ქარხნებისთვის. შესაძლოა, ამ ტენდერის პირობის ცვლილება გახდეს საჭირო. მექანიზმები მოსაფიქრებელია. ჩვენ, ჩვენის მხრივ ვაყენებთ შესაბამის სამინისტროებს და უწყებებს საქმის კურსში“
,-განაცხადა მან.

ლევან სილაგავა, იმ ფაქტორებზეც საუბრობს, რომელიც საექსპორტო ხორბლის მაღალ ფასთან ერთად, ღირებულების ზრდას უწყობს ხელს.

,,არსებობს კიდევ ორი გამოწვევა. პირველი - ეს არის ლარის კურსის გაუფასურება, რაც თავის გავლენას ახდენს ხორბლის შემოტანის ფასზე. მეორე კი არის ახალი გამოწვევა, ეს არის ელექტროენერგიის ტარიფის მატება. წისქვილ-კომბინატები მუშაობენ დენზე და მისი გაძვირება გამოიწვევს. პირველი ტენდერის გამოცხადებისას კი დაანონსებულიც არ იყო ტარიფის ზრდა.

აუცილებლად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სუბსიდირება ხდება არა სექტორისთვის, არამედ მომხმარებლისთვის. ჩვენ, გვირჩევნია, რომ ფასის მატება ხდებოდეს იმის მიხედვით, როგორია საბაზრო ღირებულება, თუმცა ეს მძიმედ აისახება მომხმარებელზე და ამიტომ ასუბსიდირებს სახელმწიფო მასობრივი მოხმარების პურის ფასს“
,-განაცდახა მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, ხორბლის ფქვილის სუბსიდირება 2020 წლის 1 დეკემბერი - 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით იმოქმედებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ფქვილის სუბსიდირების ბენეფიციარი ერთ ტომარას 53 ლარზე ძვირად გაყიდის, 50,000 ლარით დაჯარიმდება.

bpn.ge
Facebook Twitter
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터seks filmleriAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기sahabetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobet스마일퀄리티kingroyaltipobetjojobetjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetjojobet girişholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginslotbarsekabetjojobetcasibomcasibomcasibom girişbets10jojobetbetpassahabetumzugsfirma wienmatbethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9018Casibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahisgrandpashabetjojobetcasibom girişistanbul escort telegramCasibomcasibomjojobetgiftcardmall/mygiftbetlike girişkingbet188 slotbetpark girişdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcasibom güncel giriş1xbet girişbetpascratosroyalbetJojobetbets10sekabet girişmarsbahisExtrabetjojobet girişjojobet giriştaraftarium24jojobet girişgrandpashabetvaycasinobetnanopiabellacasinojojobetjojobetmeritkingvdcasinobetparkbetciopadişahbetiptvCasibommagic mushroomscratosroyalbettaraftarium24grandpashabet girişjojobetStreameastkiralık hackerbetpaselexbetcasibomRetcasino | Retcasino Giriş | Retcasino Güncel Adres | Retcasino Güncel Girişjojobetmp3 juiceTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomcasibombetsat girişholiganbet girişsahabetbetparkholiganbet girişjojobetjojobetsekabetbetcuppusulabetjojobetdeneme bonusu veren sitelerjojobetjojobetcasibomdeneme bonusu veren sitelermarsbahissahabetholiganbetivermectin