ახალქალაქელ ვანო გვარამაძეს ფეხი მოაჭრეს, მას საზოგადოების დახმარება სჭირდება
28 წლის ვანო გვარამაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ანგიო სარკომის დიაგნოზით პაციენტი გერმანიაში, ქალაქ დრეზდენის კლინიკაში იმყოფება. ახლობლების თქმით, უსახსრობის გამო, ექიმებმა ოპერაცია არ გაუკეთეს, მძიმე მდგომარეობის გამო კი 15 იანვარს ფეხი მოკვეთეს.
ქიმიოთერაპიის ჩასატარებლად 100 000-დან 150 000 ევრომდე სჭირდება, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.
„ძალიან დიდ სტრესში ვარ, მიჭირს ამაზე საუბარი, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ვანოს და მის ოჯახს დახმარება სჭირდება. ექიმები ხელს არ კიდებენ, ქიმიოთერაპიას არ გაუკეთებენ მანამ, სანამ ოჯახს 150 000 ევრომდე ფული არ ექნება. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ვისაც რა საშუალება გაქვთ, დაეხმარეთ“,- ამბობს ვანო გვარამაძის ბიძაშვილი, შორენა გვარამაძე.
ახალგაზრდა მამაკაცი ახალქალაქის სოფელ ბარალეთში ცხოვრობს. მას ანგიოსარკომა მაისში, ავტოავარიის შემდეგ განუვითარდა და სამკურნალოდ გერმანიაში წაიყვანეს.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ საბანკო ანგარიშზე:
GE43BG0000000132270400 საქართველოს ბანკი. მიმღები რობიზონ გვარამაძე.
GE74TB7051145061100100 თიბისი ბანკი. მიმღები რობიზონ გვარამაძე.