"მეცხრე არხში" მინაძეების ოჯახისთვის მოქალაქეებმა სურსათის და ნივთების შეგროვება დაიწყეს
20:08 / 31.01.2021
ადიგენის სოფელ ხევაშენში, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ მინაძეების ოთხსულიან ოჯახს, მოქალაქეები ეხმარებიან. ჭურჭელი, სათამაშოები, სურსათი და ტანსაცმელი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ოფისში გროვდება.
საქველმოქმედო აქციას ამჯერად ექიმი-სტომატოლოგი არტურ აშიკიანი და ორი ადგილობრივი შეუერთდა. მათ მინაძეებისთვის განკუთვნილი ნივთები - პროდუქტი, ტანსაცმელი, თეთრეული, სათამაშოები და ჭურჭელი „მეცხრე არხში“ დღეს, 31 იანვარს მიიტანეს. შეგროვებულ ნივთებს "მეცხრე არხი" უკიდურესად შეჭირვებულ ოთხსულიან ოჯახს საზოგადოების სახელით გადასცემს.
ხევაშენში ოჯახს უკვე ესტუმრნენ მეფრინველეობის ფერმის მეპატრონეები, წისქვილკომბინატის მფლობელები და ადგილობრივები.
მინაძეები ავარიულ სახლში ორ მცირეწლოვანთან ერთად ცხოვრობენ. მათ 5 წლის გოგონა და 7 წლის ვაჟი ჰყავთ. არ აქვთ ჭურჭელი, საკვები პროდუქტი, ავეჯი და ტანსაცმელი. მათი მთავარი საზრუნავი ბავშვების უსაფრთხოებაა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.