გიორგი დიასამიძის დასახმარებლად დონაციის აქცია 2 თებერვალსაც ჩატარდება
გიორგი დიასამიძის დასახმარებლად ახალციხეში დონაციის აქცია 2 თებერვალსაც გაგარძელდება. 22 წლის მამაკაცის დასახმარებლად სისიხლის ჩაბარება მსურველებს ხვალაც შეეძლებათ.
დღევანდელი აქციით, 4000 ლარამდე შეგროვდა. ორი დღის განმავლობაში მხოლოდ სისხლის გაცემით, ჯამში დაახლოებით, 9 000 ლარი მობილიზდა.
დონაცია 2 თებერვალს 10:00 საათიდან დაიწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება. ლოკაცია უცვლელია. კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკი მსურველებს კვლავ ახალციხის მერიის შენობაში მიიღებს.
"ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც სისხლის მიღება 3 დღის განმავლობაში ერთ ლოკაციაზე გრძელდება, მსურველების ულევი ნაკადის გამო. ჩვენ ყველანი შევძლებთ გიორგის დახმარებას! გელით ყველა მსურველს ხვალ მერიაში" - წერს დონაციის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბიბი გოგოლაძე.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, იგივე დიაგნოზით, თითქმის ხუთი წელია მკურნალობის კურსს გადის გიორგის მამაც. ამიტომ მათ ოჯახს ახლა საზოგადოების მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გიორგი დიასამიძეს დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. მას გულის ტრანსპლანტაცია სჭირდება, რისთვისაც 100 000 აშშ დოლარია საჭირო.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომრებზე:
თიბისი ბანკი GE86TB7184345061100111
საქართველოს ბანკი GE20BG0000000498605864
ლიბერთი ბანკი GE60LB0711142229337000
მიმღები: ნათია დიასამიძე
პირადი ნომერი: 05001012601