SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
საზოგადოება
ფეხსაცმლით ვერ გაივლი, ბოტებია საჭირო - წახანწყაროში გზის მოწესრიგებას ითხოვენ
წახანწყარო საქართველოს სამხრეთით ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელი დაბა ადიგენიდან 23 კილომეტრითაა დაშორებული. ტერიტორიულ ერთეულში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 50 ადმიანს არ აღემატება, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე ჩივიან.

გაუმართავი სასმელი წყლის სისტემა, ამორტიზებული გზები, ტრანსპორტის სიმცირე, საბავშვო ბაღის არ არსებობა - ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომელიც სოფელ წახანწყაროს მოსახლეობას აწუხებს. ადგილობრივები ხელისუფლებისგან ყურადღების მიქცევას ითხოვენ.
წახანწყაროს მაცხოვრებლები ნომერ პირველ პრობლემად ამორტიზებულ შიდაგზებს ასახელებენ. მოუწესრიგებელი გზების გამო ადგილობრივებს სოფელში გაადაადგილება უჭირთ, უამინდობის პერიოდში ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება.

„როგორც ფეხით გვიჭირს გადაადგილება, ისე მანქანით. სულ ტალახია. ცუდი ამინდიც რომ არ იყოს, აქ მაინც ვერ ივლი. ჩვეულებრივი ფეხსაცმლით ვერ გაივლი, ბოტებია საჭირო. რაც დავიბადე, აქ ასეთი გზაა. ნაწილი გააკეთეს, თუმცა ამ გზას არაფერი ეშველა. ბავშვები ძლივს დადიან ტალახში. მანქანებსაც ძალიან უჭირთ სიარული“- ირწმუნება ადგილობრივი ელგუჯა ხორხორიანი.

შიდაგზის გარდა, პრობლემაა სასმელი წყალიც. გაუმართავი სისტემის გამო, მოსახლეობას წყალი ყოველთვის არ მიეწოდება. ადგილობრივები ამ პრობლემის წინაშე, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში დგებიან.

„ზამთარში წყალი არ გვაქვს, სულ იყინება ყოველ წელს. მხოლოდ ზაფხულში მოდის. ზამთარში რომ იყინება, მერე ღელის წყალს ვიყენებთ. თუმცა არ არის სუფთა, გაუფლიტრავია. ჩვენი წყალი აბასთუმნიდან მოდის. ხომ შეიძლება რაღაც გაკეთდეს და ზამთარში უწყლოდ არ ვიყოთ? ღელის წყალი მაინც იყოს სუფთა. რთული მდგომარეობაა“, - ამბობს ადგილობრივი.

წახანწყაროში საბავშვო ბაღი არ არის. მოსახლეობას ბავშვები მეზობელი სოფლის სააღმზრდელო დაწესებულებაში დაჰყავს. მათ სახელმწიფოს მიერ დაქირავებული მიტკოავტობუსი ემსახურებათ. ადგილობრივების თქმით, მუდმივად მეზობელ სოფელში სიარული ბავშვებისთვის რთულია, რადგან მათ დილით ადრე ადგომა უწევთ. გარდა ამისა, გზაშიც დრო ეკარგებათ.

„ორი პატარა მყავს. ერთი სკოლაში დადის, მეორე ბაღში. სოფელში საბავშვო ბაღი არ არის, ამიტომ ვარხანში დამყავს. სკოლა არის, თუმცა ძალიან ცოტა ბავშვია. ცენტრამდე გამყავს ბავშვები ყოველდღე, იქ მანქანა აკითხავს და მიჰყავს. სკოლაშიც იქ შევიყვანე ბავშვი, აქ არავინ არ ჰყავდა კლასელი, მარტო ხომ არ იქნებოდა. ბავშვებს განსაკუთრებით ზამთარში უჭირთ. ნახევარი საათით ადრე გადიან. ადრე ადგომაც უძნელდებათ, ჯერ პატარები არიან. აქვე სოფელში რომ იყოს ბაღი, ძალიან კარგი იქნებოდა“- აღნიშნავს წახანწყაროს მკვიდრი თეონა ბალახაშვილი.სოფელში საბავშვო ბაღის არარსებობა რომ პრობლემაა, ამაზე საუბრობს სოფლის რწმუნებულიც. ზურაბ აბრამიძის თქმით, ბაღის მშენებლობის საკითხი მერიაში განიხილეს კიდეც, თუმცა მოხდება თუ არა მისი მშენებლობა ახლო მომავალში, მერის წარმომადგენელი ამაზე ვერ საუბრობს.

„იყო საუბარი ბაღის აშენებასთან დაკავშირებით, ნელ-ნელა მოგვარდება პრობლემები თუმცა ეს ყველაფერი ეტაპობრივად მოხდება”,- აცხადებს სოფლის რწმუნებული.

რაც შეეხება მოუწესრიგებელ შიდაგზებს, ზურაბ აბრამიძის თქმით, სოფელში გზების რეაბილიტაცია არ იგეგმება.

„ცუდი გზებია, თუმცა ჯერ ჯერობით ვერაფერს ვიტყვი, წყლის პრობლემა სოფელში არ არის, მხოლოდ წელს გაეყინათ რამდენიმე ოჯახს და მალევე მოგვარდა პრობლემა“,- განმარტავს სოფლის რწმუნებული.

როგორც მერის წარმომადგენელი ამტკიცებს, სოფელს სასმელი წყალი აქვს, შესაბამისად გასაკეთებელი არაფერია. თუმცა არ იგეგმება სხვა პრობლემების მოგვარება. შესაბამისად ჯერჯერობით, წახანწყაროს მაცხოვრებლებს საბავშვო ბაღი არ ექნებათ. გარდა ამისა, ახლო მომავალში ვერც მოწესრიგებულ შიდაგზებს მიიღებენ.გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงAI 검사기onwinjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobetonwin스마일퀄리티holiganbetsahabetonwinmatbethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetสล็อตBetigma girişcasibomBetigmaartemisbetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182jojobetmegapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginparibahissekabetpusulabetcasibomcasibomcasibom girişcasinolevantcasibombetpasSahabetumzugsfirma wiengalabethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9046Casibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahiskonya escortjojobetMarsbahisalanya escortMeritking GirişcasibomJojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotsahabetdeneme bonusu veren siteler 2026все казиноcasibom1xbet girişcratosroyalbetmatbetJojobetcasinolevantsekabet girişmarsbahisextrabetholiganbetjojobet giriştaraftarium24jojobet girişgrandpashabetmilanobetbetnanowbahisbets10bets10meritkingbetnanoultrabetbetebetbetpassekabetMeritkingmagic mushroomsvaycasinoholiganbetjustin tv