„ორი ქალი ორმოში ჩავარდა, ძვლივს ამოვიყვანეთ“ - ვალეში ამორტიზებულ გზაზე ჩივიან
ახალციხის ქალაქ ვალეში, სტალინის ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ თითქმის ერთი წელია დაზიანებული მილიდან წყალი ჟონავს და მიმდებარე ტერიტორია იტბორება. ადგილობრივების თქმით, გზა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“, სამუშაობის ჩატარებს დროს გათხარა და მას შემდეგ მოქალაქეებს გადაადგილება განსაკუთრებით, წვიმიან ამინდში უჭირთ.
„ზაფხულის მერე ასეა, როგორ შეიძლება ასე? იმხელა თხრილებია, როგორ უნდა იარო? მანქანას აქ ვერ გააჩერებ. ორი მოხუცი საღამოს ორმოში ჩავარდა, ძლივს ამოვიყვანეთ. ასე სადამდე უნდა ვიყოთ, გვიშველეთ რამე, გააკეთონ თავითი გაფუჭებული საქმე“, - ამბობენ ვალეში.
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ გვითხრეს, რომ ვალეში დაზიანებული სასმელი წყლის მილი 16 იანვარს შეაკეთეს. ადგილობრივები კი ირწმუნებიან, რომ კომპანიის თანამშრომლებს პრობლემა საფუძვლიანად არ მოუგვარებიათ, რადგან მილი იმავე დღეს დაზიანდა.
„მაჭარაშვილის ქუჩაზე, ისევე როგორც მთელ ვალეში, იმუშავა სახელმწიფოს კონტრაქტორმა კომპანიამ და ახლაც მუშაობს. მოხდა დაზიანება, ეს ყველაფერი ვიცით და ეტაპობრივად მიმდნარეობს გზის გაკეთება, თუმცა როდის დასრულდება ეს ინფორმაცია ჯერ არ მაქვს“, - აცხადებს კომპანიის ტექნიკური სამსახურის უფროსი გიორგი ლაცაბიძე.
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ ვალეში სასმელი წყლის ახალი სისტემა გაჰყავს, რის გამოც გზის საფარი ზიანდება. პროექტის ფარგლებში, ვალეში დამატებით შვიდი ჭაბურღილი უნდა მოეწყოს, საიდანაც მთელ ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.