„1 000 მშობლის მარში“ - ახალციხეში სოლიდარობის აქცია გაიმართა
18:25 / 08.03.2021
„პროტესტის 100 დღის“ ფარგლებში გამართულ აქციას, ახალციხეც შეუერთდა. „შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო“ – ამ სლოგანით 25-მდე მოქალაქე შოთა რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბა. სოლიდარობ ის აქციაზე მივიდა ყველა, ვინც თვლის, რომ ქვეყანაში საჭიროა ქალთა მიმართ ძალადობისა და ჩაგვრის აღმოფხვრა და სისტემური პრობლემების მიმართ ახალი მიდგომების დანერგვა.
„1 000 მშობლის მარში“ მას შემდეგ დაიგეგმა, როცა ცნობილი გახდა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგო გააუპატიურეს, არაეფექტური გამოძიების გამო კი მოზარდმა თავი მოიკლა.
კამპანიას ხუთი მთავარი მოთხოვნა აქვს:
• შეცვალეთ სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; • შექმენით პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; • გახადეთ სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; • გაზარდეთ ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა; • დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.
აქცია თბილისში, გორში, ზუგდიდში, ბათუმში, თელავში, მარნეულში, ქობულეთში, ქუთაისში, რუსთავსა და ხარაგაულში ერთსა და იმავე დროს გაიმართა. მისი ორგანიზატორი ქალთა მოძრაობაა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.