დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სამცხე-ჯავახეთში თათბირი გამართა
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა. გიორგი ბაგრატიონმა სამმართველოების ხელძღვანელებთან მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა და თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები მისცა. ინფორმაციას დაცვის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.
"სამუშაო თათბირების შემდეგ, გიორგი ბაგრატიონი დაცვის პოლიციის მიერ დაცულ სტრატეგიულ ობიექტებზე მივიდა, თანამშრომლებს შეხვდა და ადგილზე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო. დეპარტამენტის თავმჯდომარე ასევე რეგიონში განთავსებულ საკარანტინე ზონებთან მივიდა, რომლებსაც დაცვის პოლიციის თანამშრომლები იცავენ", - წერია ინფორმაციაში.