კომისიამ გიორგი ბრწყინვალეს და სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა ძეგლის ესკიზი შეარჩია
18:08 / 12.03.2021
ქალაქ ახალციხეში, გიორგი V ბრწყინვალეს მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის ესკიზისა და „სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის“ არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განსათავსებლად გამოცხადებული კონკურსების შედეგები ცნობილია. საკონკურსო კომისიამ ფარული კენჭისყრის შედეგად გამარჯვებულები გამოავლინა.
კონკურსზე პირველი ადგილი კახა არუნაშვილმა დაიკავა, მეორე ადგილი გიორგი ჭანკოტაძემ, ხოლო მესამე ადგილი ვლადიმერ გორგაძეს ერგო.
რაც შეეხება სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის კონკურსს, მასში პირველი ადგილის მფლობელი ზეზვა ქურდიანი გახდა, მეორე ადგილზე ირაკლი გოჩიტაშვილია, ხოლო მესამე ადგილი ივანე ცისკაძემ დაიკავა.
გიორგი V ბრწყინვალეს ძეგლი თამარაშვილის ქუჩის დასაწყისში, წრიულზე დაიდგმება, ხოლო გმირთა მემორიალი ახალციხის ცენტრალურ პარკში.
კონკურსები თბილისის სკულპტორთა და არქიტექტორთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი V ბრწყინვალეს ძეგლის ესკიზის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში 13 ნამუშევარი იქნა წარმოდგენილი, ხოლო „სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის“ შესარჩევ კონკურსში - 9.
გიორგი ბრწყინვალეს ძეგლის დადგმაზე პრემიერ-მინისტრმა ახალციხეში 12 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენისას ისაუბრა. გიორგი გახარიამ მაშინ აღნიშნა, რომ ქალაქში მეფის ძეგლი დაიდგმებოდა და ერთ-ერთ ქუჩას ბექა ჯაყელის სახელი დაერქმეოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.