15 მარტიდან სამი შეზღუდვა იხსნება
15 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება.
ხვალიდან საქართველოს მასშტაბით მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში და განახლდება სასკოლო წრეები.
აგრეთვე თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით 1-ლი აპრილიდან შეძლებენ.
გაურკვეველი დროით კვლავ ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.