SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
საზოგადოება
უსაფრთხოა თუ არა ცხოვრება კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა- ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია
ახალციხეში, რუსთაველის#99-ში მომხდარი აფეთქების შედეგად, მნიშვნელოვანი დაზიანება პირველ სართულზე განთავსებულმა რესტორანმა „იმერეთმა“, მიშენების გადახურვებმა და გარე კედლის ნალესმა მიიღო - წერია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 4 იანვრის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც ახალციხის მერიიდან გამოვითხოვეთ.

ექსპერტთა ჯგუფმა კორპუსის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა. დასკვნის მიხედვით, ხუთსართულიან კორპუსში მაცხოვრებელთა დაბრუნება, მხოლოდ რეაბილიტაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„შენობის ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება შეფასდეს არადამაკმაყოფილებლად, რადგან ნაგებობის გარკვეულ ნაწილში, კონსტრუქციული ელემენტების დარღვევისა და ნგრევის გამო, დაკარგული აქვს სივრცითი სიხისტე. მოცემულ მომენეტში საშიშროებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ სარდაფის ჩრდილოეთის გრძივ კედლებში გრუნტის დაწოლის შედეგად, შეიძლება მოხდეს დეფორმაციების განვითარება. აფეთქებით გამოწვეული დაზიანების ლოკალური ხასიათიდან გამომდინარე შესაძლებელია, აღდგენითი სამუშაოების შესრულების შემდგომ, შენობის უსაფრთხო ექსპლუტაცია“, - წერია დასკვნაში.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აფეთქების დროს მთელი შენობა რომ არ დაზიანდა, ამაში მნიშვნელოვანი როლი რესტორან „იმერეთის“ ჩრდილოეთის მხარეს მიშენებულმა ვიტრაჟმა იქონია, რადგან ეს იყო ის სუსტი ადგილი, რა მიმართულებითაც გაიშალა აფეთქების ძლიერი ტალღა. ამით მოხდა დამანგრეველი ძალის დასუსტება და არ მიეცა მას ზემოთ გავრცელების საშუალება. აქედან გამომდინარე, ნგრევის არეალი შემოიფარგლა მხოლოდ პირველი სართულის იატაკით.

„შენობის ვიზუალურად დათვალიერების შედეგად დაფიქსირებულ დაზიანებებს, გარდა პირველი სართულის იატაკისა, სხვა ძლიერი დაზიანებები არ მიუღია, თუ არ ჩავთვლით სადარბაზოების მხარეს მიშენების გადახურვებში გადახურვის ელემენტებს შორის და გარე კედლის ნალესში ბზარების გაჩენას, პირველი სართულის გარე ფასადური კედლების ცალკეულ ადგილებში ნალესების ჩამოცვენას, რომლებიც გამოიწვია აფეთქების შედეგად წარმოებულმა ვიბრაციებმა. ეს დაზიანებები შენობის მდგრადობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, შენობის დანარჩენ ნაწილში ბზარები და დეფორმაციები არ ფიქსირდება“.

ექსპერტების შეფასებით, შენობის გაწმენდითი სამუშაოების უსაფრთხოდ ჩასატარებლად პირველ რიგში უნდა მოხდეს დროებითი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება.

„გაწმენდითი სამუშაოები არ არის რეკომენდირებული, რადგან ვიბრაციები, რომლებიც შესაძლოა თან ახლდეს ამ სამუშაოებს (დიდი მოცულობის ნანგრევების დაშლა და გატანა), უარყოფით ზეგავლენას მოადენს შენობის მდგომარეობაზე.

ჩატარდეს კვლევა წინასაპროექტო აფეთქების არეალში კონსტრუქციული ელმენტების ფიზიკური მდგომარეობის შესასწავლად.

მოხდეს შენობის აღდგენა-გაძლიერების ოროქეტის დამუშავება და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების ჩატარება.

პროცესის განმავლობაში მიზანშეწონილი არ არის მოსახლეობის საცხოვრებელ ბინებში შეშვება“.


ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია. პრესსამსახუში გვითხრეს, რომ ადგენენ, დაზინებულ შენობაში რა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს. ამის მიხედვით მოზადდება პროექტი.

„ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მხრიდან დაწყებულია შესაბამისი პროცედურები პროექტირებასთან დაკავშირებით, მომზადდება პროექტი და შემდგომში განხორციელდება შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები“.

კორპუსის 11 ოჯახს, რომელსაც სხვა საცხოვრებელი არ ჰქონდა, ახალციხის მერიამ ბინები უქირავა. მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის, თვითმმართველობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 3 356 ლარს იხდის.

ხუთსართულიანი კორპუსის სარდაფში აფეთქება 24 დეკემბერს მოხდა. შემთხვევა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. შედეგად დაზიანდა კორპუსის სარდაფები და პირველ სართულზე განთავსებული რესტორანი.

დაშვდა ორი პირი, რომელიც აფეთქების დროს სარდაფში იმყოფებოდა. ისინი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

Facebook Twitter
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetkavbethttps://casino-infinity.com/de/bağlama büyüsüfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planısahabetjojobetjojobetnycbahispusulabetpusulabetdizipaltürk ifşa킹콩티비vozol배트맨티비jojobetzlotbetturkey스마일퀄리티betpasholiganbet1xbetcasibomzbahisbetistotobetstreameastcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortPusulabethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetmatbetcasinofastbedava iptv izlemehacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahismavibetStreameastholiganbet girişganobetenjoybettipobetcasibomtrendbetBets10pusulabetpusulabetholiganbetnakitbahisJojobet 1106kavbetkavbetmatbetjojobetGrandpashabetgobahistrendbetgobahisgiftcardmall/mygiftpadişahbetholiganbet girişmatbet girişmatbet girişkingbettingcasibombetparkmatadorbetcasibomcasibomonwinyakabetcasibom girişcasibompashagamingpashagamingwinxbetSekabetCasibomsekabetDinamobetVdcasinobetpuanMarsbahistrendbetholiganbetwinxbetwinxbetwinxbetpusulabetpadişahbetmeritbet girişkralbet girişultrabet girişultrabet girişultrabet girişbetnano girişcratosslot girişvaycasinodeneme bonusu veren sitelerizmir escortbahçeşehir escortbets10tipobet güncel girişJojobetelexbetelexbetStreameastfixbetbetsmovetimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegrambetparkcasibompusulabetpusulabetoslobetbetplay영문주소casibomหวยออนไลน์Betigma girişbetparkBetigmajojobetcasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноJojobet 1106jojobet girişdeneme bonusu telegramStreameastrbetgrandpashabetjojobet giriş