რეანიმატოლოგი კლინიკაში 32 წუთის შემდეგ მივიდა - ადვოკატი
რა გახდა 28 წლის მედდის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების და მისი გარდაცვალების მიზეზი - საზოგადოება კითხვებზე პასუხებს ამ დრომდე ელოდება.
ვახტანგ ბარამაშვილის ინფორმაციით, ,,რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური ადგილზე 32 წუთის შემდეგ მივიდა - ამის შესახებ კლინიკა ,,იმედის" ფორმა 100-შია აღნიშნული" - აცხადებს ადვიკატი.
დაცვის მხარის ინფორმაციით, ეს გარემოება იკვეთება საქმეში არსებული მასალებიდან, თუმცა მათ სრულყოფილად წვდომა საბუთებთან ამ დრომდე არ აქვთ. იურისტების განცხადებით, მათ არ მიუღიათ დაკითხვის ოქმები და საქმის სხვა მასალები.
ამ ეტაპზე მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებს 3 უწყება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იკვლევს. სამხარაული სწავლობს სიკვდილის მიზეზებს, რეგულირება სამედიცინო მომსახურების ხარისხს, დაავადებათა კონტროლი კი იკვლევს, ჰქონდა თუ არა ქალს გადატანილი კორონავირუსი.
ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ერთ-ერთ წინასწარ ვერსიაზე, რომ შესაძლოა ვაქცინა არ დასახელდეს უბედური შემთხვევის პირდაპირ გამომწვევ მიზეზად.