რესტორან „იმერეთის“ მეპატრონე ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. განცხადება ბექა ტაბიძემ სამცხე-ჯავახეთის პროკურატურაში 25 მარტს შეიტანა. დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პასუხს მომავალ კვირაში ელოდება. ამბობს, რომ რუსთაველის ქუჩაზე 4 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად მისთვის მიყენებული ზარალი 150 000 ლარზე მეტს შეადგენს. იქამდე სანამ ზარალის დათვლა არ მოხდება რესტორნის მოწესრიგებას ვერ მოახდენს. ბექა ტაბიზე გამოუვალ მდგომარეობაშია რადგან რესტორანი ისევ ისეა, როგორც აფეთქების შემდეგ არანაირი სამუშაოები არ ჩატარებულა და უფრო მეტად ზიანდება რესტორანი.
„ვიდრე ზარალს არ დაითვლიან, რესტორანს ვერ მოვაწესრიგებ, არადა აფეთქებულ შენობაში წყალი ჩადის, რაც იყო გადარჩენილი ან ნაკლებად დაზიანებული ისიც უფრო ზიანდება, მალე თუ არ დაიწყო რემონტი, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება“- აცხადებს ბექა ტაბიძე.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აფეთქების დროს მთელი შენობა რომ არ დაზიანდა, ამაში მნიშვნელოვანი როლი რესტორან „იმერეთის“ ჩრდილოეთის მხარეს მიშენებულმა ვიტრაჟმა იქონია, რადგან ეს იყო ის სუსტი ადგილი, რა მიმართულებითაც გაიშალა აფეთქების ძლიერი ტალღა. ამით მოხდა დამანგრეველი ძალის დასუსტება და არ მიეცა მას ზემოთ გავრცელების საშუალება. აქედან გამომდინარე, ნგრევის არეალი შემოიფარგლა მხოლოდ პირველი სართულის იატაკით.
„ჩვენ გვაბრალებდნენ, რომ იყო რესტორნის ბრალი, მაგრამ რეალურად სულ სხვა სურათი დაიხატა. დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ პირიქით, რესტორანმა გადაარჩინა ადამიანების სიცოცხლე, რომ არა, რესტორანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულს მინიმუმ იგივე დაემართებოდა, რაც „იმერეთს“, - აცხადებს რესტორნის მეპატრონე.
ინტერგაზის კუთვნილი მილი, საიდანაც გაჟონვა მოხდა და რამაც კორპუსის აფეთქება გამოიწვია, სამხარეულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადაგზავნილი. საქმეს შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამმართველო იძიებს. სწორედ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მოხდება ბექა ტაბიძის დაზარალებულად ცნობა. ასეთ შემთხვევაში მისთვის თანხის გადახდა კომპანია ,,ინტერგაზს" მოუწევს.
ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია. პრესსამსახუში გვითხრეს, რომ ადგენენ, დაზინებულ შენობაში რა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს. ამის მიხედვით მოზადდება პროექტი.
კორპუსის 11 ოჯახს, რომელსაც სხვა საცხოვრებელი არ ჰქონდა, ახალციხის მერიამ ბინები უქირავა. მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის, თვითმმართველობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 3 356 ლარს იხდის.
შეგახსენებთ, რომ ხუთსართულიანი კორპუსის სარდაფში აფეთქება 24 დეკემბერს მოხდა. შემთხვევა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. შედეგად დაზიანდა კორპუსის სარდაფები და პირველ სართულზე განთავსებული რესტორანი. დაშვდა ორი პირი, რომელიც აფეთქების დროს სარდაფში იმყოფებოდა. ისინი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.