საზოგადოება
ახალციხეში დახოცილი ძაღლები იპოვეს
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე, მკვდარი ძაღლები იპოვეს. მეორე სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ექვსი ლეკვი მხოლოდ მას შემდეგ გაიტანეს, როცა ამის შესახებ მერიას შევატყობინეთ.
"არ ვიცით რითი დაიხოცნენ, არ გვაქვს ამაზე ინფორმაცია, ძაღლები სულ დაჰყავთ კასპტაცია-სტერილიზაციაზე გორში, ჩვენი წარმომადგენლები რომ ჩავიდნენ იქ, აღარაფერი დახვდათ", - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.
თვითმმართველობამ უარყო, თუმცა "ახალციხის სერვის ჯგუფში" დაგვიდასტურეს, რომ ტერიტორია მკვდარი ლეკვებისგან მათ გაასუფთავეს. ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, წარმომადგენლებმა ტერიტორია გასუფთავეს.
"როგორც კი გავიგეთ მომხდარის შესახებ, მაშინვე მივიდნენ ჩვენი წარმომადგენლები. ექვსი ლეკვი იყო, ჭირიანები, წაიყვანეს და დამარხეს" - ამბობს ვაჟა გაჩეჩილაძე.
რა გახდა ლეკვების დახოცვის მიზეზი ან ვინმემ ხომ არ მიიტანა მკვდარი ძაღლები სკოლის ტერიტორიაზე - "ახალციხის სერვის ჯგუფში" გვითხრეს, რომ ისინი ცხოველის სიკვდილის მიზეზს არ ადგენენ.
გააზიარეთ :