ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 533 267 ლარით გაიზარდა. ამის შესახებ 29 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. ბიუჯეტში აღნიშნული თანხა მას შემდეგ დაბრუნდა, რაც შპს კეთილმოწყობის სამსახური გაუქმდა. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით,
,,ეს არის ის თანხა, რომელიც 2019-20 წწ. და 2021 წლის სამი თვის განმავლობაში შპს კეთილმოწყობის სამსახურის დივიდენდია. ამ დროის განმავლობაში შპს-ს მონაგების სახით, თანხის რაოდენობამ 533 267 ლარი შეადგინა. სწორედ ეს თანხა დაუბრუნდა ბიუჯეტს. დივიდენდი ძირითადად მიმდინარე წლის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება" - განუცხადა მეცხრე არხს გელა ნოზაძემ.
გაუქმებული შპს-ს ნაცვლად, მუნიციპალიტეტის ბალანსზე შეიქმნა აიპი, რომელიც ბიუჯეტიდან სუბსიდირდება. დღეს გამართულ საკრებულოს რიგით მეოთხე სხდომაზე დეპუტატებმა სულ 11 საკითხი განიხილეს. მათ ასევე 2021 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის ანგარიშიც მოისმინეს. დეპუტატების მიერ, სოფლის პროგრამების განხორციელების შესახებაც დაისვა კითხვა, რაზეც საკრებულოს პირველმა პირმა განმარტა, რომ
,,კლიმატური პირობების გამო, ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლის პროგრამები ჯერ აქტიურად არ დაწყებულა. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერები, რის საფუძველზეც მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები განხორციელდება. ბოლო პერიოდში ძირითადად გარე განათების გაკეთებას, შიდა საუბნო გზების მოწესრიგებასა და მინი სტადიონების გაკეთებას ითხოვენ. ცხადია არის სხვა საკითხებიც, მაგრამ უფრო მეტად ეს მოთხოვნები გვხვდება".
გელა ნოზაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებასაც გამოეხმაურა. საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ საფლავებზე გასვლა ერთნაირად შეზღუდული იქნება ქალაქისა და სოფლის სასაფლაოებზე.
,,წინასააღდგომოდ საფლავებზე გასვლა აკრძალულია, დაწესებული შეზღუდვები ყველას ერთნაირად ეხება - ქალაქსსაც და სოფელსაც. სოფლის რწმუნებულებს ვინ მიანიჭათ უფლებამოსილება, რომ ვინმეს მისცენ საფლავზე გასვლის უფლება. სასაფლაო სასაფლაოა, რა მნიშვნელობა აქვს ქალაქშია თუ სოფელში? იქნება ჩვეულებრივი შეზღუდვა და 2, 3 და 4 მაისს შესასვლელ-გამოსასვლელებს გაკონტროლებს პოლიცია" - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.
საკრებულოს წევრებმა აგრეთვე განიხილეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები - ახალციხის ტბასა და რუსთაველის ქუჩაზე. გელა ნოზაძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მშენებელი ორგანიზაციების მოძიება, რომლებიც წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებს განახორციელებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.