ქალი, რომელიც შვილის დაბრუნებას ითხოვს, პოლიციამ დააკავა
18:06 / 30.04.2021
ახალციხეში მცხოვრები 40 წლის ქალი, რომელიც შვილის დაბრუნებას ითხოვს, პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დააკავა. ირანის მოქალაქეს სამართალდამცველები იმ ოჯახზე ძალადობას ედავებიან, რომელსაც ქალის ბიოლოგიური შვილი მინდობით აღზრდაში ჰყავს.
დაკავებას წინ უძღოდა ინციდენტი, რომელიც კოსტავას ქუჩაზე მოხდა. ბრალდებული იმ ოჯახში მივიდა, სადაც მისი სამ წლმადე შვილი იზრდება. მეზობლები და აღმზრდელი ოჯახი ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. ქალი ოჯახს სისტემატურად აკითხავდა, ბავშვის ნახვას ითხოვდა და აგრესიულად იქცეოდა. ბავშვის აღმზრდელ ოჯახში ამბობენ, რომ ბიჭი ბიოლოგიურ დედას ექვსი თვის ასაკში ჩამოართვეს და მას შემდეგ მათთან იზრდება. დედას ბავშვის თვეში ორჯერ, სოცმუშაკთან ერთად ნახვის უფლება ჰქონდა.
„დედამისი ყოველ დღე გვაკითხავდა ბავშვის ნახვის მიზნით. შეხვედრების დროსაც კი არ ექცეოდა ბავშვს კარგად. 6 თვიდან ვზრდი ახლა კი 2 წლის და 9 თვისაა, ამიტომ ბიოლოგიური დედა არც კი ახსოვს“, - ამბობს დედობილი.
შემთხვევასთან დაკავშირებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში ამბობენ, რომ აღნიშნულ საქმეზე სოციალური სამსახური რამდენიმე წელია მუშაობს.
„თავის დროზე ბავშვი სახელმწიფო ზონაში გაყვანილ იქნა რადგან მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა. თუმცა აღნიშნულის მიუხედავად დედა-შვილის კონტაქტი არ გაწყვეტილა”, - განაცხადა tv9news.ge-თან სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს პროფესიული ზედამხედველობისა და პროექტების დიზაინის სამმართველოს უფროსმა ელენე მარტაშვილმა.
ბავშვთა უფლებათა კოდექსის საფუძველზე, საქმეში სასამართლო 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ჩაერთო. ქალს დედობის უფლება შეჩერებული აქვს. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში ამბობენ, რომ მოცემულ მომენტში, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ბიოლოგიურ დედასთან დაბრუნება გამორიცხულია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.