ოჯახის წევრებმა მცემეს - ახალციხეში 89 წლის ქალი დაშავდა
17:54 / 04.05.2021
ახალციხეში, ოჯახში კონფლიქტის დროს 89 წლის ქალი დაშავდა. როგორც თავად ამბობს, მასზე რძალმა და ორმა შვილიშვილმა იძალადა. დაშავებული სამ მაისს, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკიდან უკვე გაწერეს.
ხანშიშესული ქალის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ოჯახის წევრები მასზე ძალადობენ. ის ამბობს, რომ რძალი სისტემატურად ეჩხუბებოდა და სახლის დატოვებას სთხოვდა. მას კი წასასვლელი არსად აქვს. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, 89 წლის ქალი დროებით ნათესავმა შეიფარა.
„წლების წინ ჩემს შვილზე გავაფორმე ბინა, რომელიც ორი წლის წინ გარდაიცვალა და სახლი რძლის სახელზეა. მომივარდებოდნენ და მეუბნებოდნენ, სახლიდან წადიო. გუშინაც ვიჯექით მე და ჩემი მეორე ბიჭი, საჭმელს ვჭამდით და კარებში შემოცვივდნენ, ყველგან მირტყამდნენ, თავი, ფეხები, მხარი - ყველაფერი მტკივა. ჩემს ბიჭს ოთახიდან გაჰყავდა. კარებთან შეშის ნაჭრები გვქონდა და ის ჩაარტყეს ჩემს შვილს, თავზე აქვს ჭრილობა. სახლში ყველაფერი დალეწილია, მაგიდა ამოაყირავეს“, - ამბობს 89 წლის ქალი.
ინციდენტის დროს, რძალმა პოლიცია გამოიძახა, სამართალდამცველებმა კი დაშავებული ქალის შვილი დააკავეს, რომელიც მოხუცის თქმით, რძლის ოთახიდან გაყვანას ცდილობდა.
დაშავებულის რძალს სახლში მივაკითხეთ. მისმა შვილმა გვითხრა, რომ მედიასთან მომხდარზე საუბარი არ სურთ.
„დედაჩემი ვერაფერს გეტყვით, არ გვინდა მაგაზე ლაპარაკი“.
შსს-ში დეტალებზე არ საუბრობენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გამოძიება სსკ-ის 126 მუხლის I პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ ძალადობას გულისხმობს. (ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.)
უწყებაში გვიდასტურებენ, რომ მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.