მოპედების მძღილებს მართვის მოწმობის აღება მოუწევთ - ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მოპედების მძღოლებს მართვის მოწმობის აღება მოუწევთ. გომელაურის თქმით, ინიციატივის მიზეზი ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევებია.
,,ამაზე ვმუშაობთ. მძიმე და მტკივნეული თემაა ქალაქში მოპედებით გადაადგილება. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ხდება მათი გადაადგილების კონტროლი ვიდეოკამერებით, ვერ ვაჯარიმებთ, აქედან გამომდინარე, თავისუფლად დადიან და სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. მალე მოხდება დარეგისტრირება მოპედების და აქედან გამომდინარე, მათაც ექნებათ მართვის მოწმობები ასაღები”, – აცხადებს ვახტანგ გომელაური.