ნარკომან კაცს სახლში შეუშვებ? ეგრეა სახალხო დამცველიც - დეკანოზი ფილიპე ნინოწმინდის პანსიონიდან
19:10 / 10.05.2021
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მცხოვრებ ბენეფიციარებს ტერიტორიის დატოვებისა და გარეთ გამოსვლის უფლება არ აქვთ. „მეცხრე არხის“ გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე, მოზარდები გალავანზე ავიდნენ და ჟურნალისტს გაესაუბრნენ. არასრულწლოვანების ნაწილი ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობენ და პანსიონში შესაბამისადაც უვლიან, რამდენიმე მათგანმა კი თქვა, რომ საოჯახო სახლებში ცხოვრება არ უნდა.
მეცხრე არხმა ექსკლუზიურად ჩაწერა დეკანოზი ფილიპე აბაშიძე, რომელიც ბავშვთა სახლში მუშაობს და პერიოდულად, ნინოწმინდის ბავშვთა სახლში შვილებიც ჩამოჰყავს. 6 შვილის მამა ამბობს, რომ პანსიონატში შესვლა ყველას შეუძლია, ვისაც მეუფე სპირიდონის კურთხევა აქვს.
ნინოწმინდის პანსიონში, სადაც 57 არასრულწლოვანი ირიცხება, ყველაზე პატარა კი 5 წლისაა, დაწესებულების მიმართ გაჩენილ კითხვებს არ პასუხობენ. იმ ფაქტს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ შეუშვეს, სხალთელი ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი იმით ხსნის, რომ ადმინისტრაციამ მისი კურთხევა შეასრულა.
რა მდგომარეობაში არიან ბავშვები და როგორ უწევთ ცხოვრება - ამის შემოწმების უფლება არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელიც 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არ შესულა. სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა გამოკვეთეს ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.