ჩვენი მიწა დაგვიბრუნონ - ნინოწმინდის პანსიონთან სპასოვკის მოსახლეობა მეუფესთან შეხვედრას ითხოვს
13:11 / 10.06.2021
ნინოწმინდის პანსიონთან, დაახლოებით 13:00 სთ-თვის ადგილობრივები მივიდნენ, რომლებიც მეუფე სპირიდონთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი ამბობენ, რომ მთავრობამ 2007 წელს, მათი კუთვნილი მიწები უსაფუძვლოდ გადასცა საპატრიარქოს. მათი თქმით, ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებიათ.
,,სამღვდელოება ამოსული იყო თავისი ფორმით, მანქანით, ხალხით, როცა წააწყდნენ დაბრკოლებას და ჩვენ გამოვედით ხალხი, ამოიყვანეს მერე პოლიცია. სათიბი ადგილია, ჩვენ ტერიტორიაზე, ჩვენ სოფელში, მიიზომეს, ჩვენ არც გაგვიგია. გვინდა ჩვენი მიწა დაგვიბრუნონ, მეც ხომ მყავს ოჯახი", - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
პანსიონიდან მათთან შესახვედრად არავინ გამოსულა. რაც შეეხება მეუფეს რამდენიმე საათია მეუფე სპირიდონი სხვადასხვა სასულიერო პირებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება. მას მედიასთან რიამე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
ნინოწმინდის პანსიონიდან დღეს, 10 ივნისს სავარაუდოდ კიდევ 3 ბავშვი გაიყვანეს. დაწესებულებაში მათი ნათესავები დილით მივიდნენ.
ნინოწმინდის ბავშთა პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესი 6 ივნისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი დააკმაყოფილა. ორგანიზაცია პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვდა. საპატრიარქო, სარჩელის გასაჩივრებას აპირებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.