წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი - სინოპტიკოსების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსია მოსალოდნელი. 4 სექტემბერს გამოიდარებს და 8 სექტემბრამდე მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოში 4 სექტემბრის დილამდე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. 8 სექტემბრამდე ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +23, +28 გრადუსი იქნება.
თბილისში 4 სექტემბრის დილამდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს. 8 სექტემბრამდე, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა 3-5 სექტემბერს +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 6 სექტემბრიდან +29 გრადუსამდე მოიმატებს.
ახალციხეში, მოსალოდნელი არამდგარადი ამინდის პროგნოზი ასე გამოიყურება:
4 სექტემბერი:
დღისით - 20, ღამით კი 6
5 სექტემბერი
დღისით - 23, ღამით - 12
6 სექტემბერი:
დღისით - 21, ღამით - 12
7 სექტემბერი:
დღისით - 22, ღამით - 10 გრადუსია ნავარაუდევი.