საზოგადოება
რატომ არ აქვთ უმცირესობებს ინფორმაცია ვაქცინაზე?
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები 160 000 მოსახლიდან 81 ათასზე მეტი სომეხი ეროვნებისაა. საქსტატის მიხედვით, სომხურ თემში 71.5% სახელმწიფო ენას სრულყოფილად ვერ ფლობს, მაშინ როცა ვაქცინაციისთვის საჭირო რეგისტრაცია მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზეა შესაძლებელი. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აუცრელობის მიზეზად მოსახლეობა ინფორმაციის ნაკლებობას და ვაქცინის მიმართ შიშებს ასახელებს. ამას თან ერთვის რუსული პროპაგანდა, რომლის საწინააღმდეგო ქმედითი სტრატეგია სახელმწიფოს არ აქვს.

არ ვენდობი - ასე იწყებს ვაქცინაციის შესახებ საუბარს არუთუნ ოვაკინიანი. 42 წლის არუთუნს ახალციხის ცენტრში ფეხსაცმლის სახელოსნო აქვს, სადაც დღეში, 20-მდე ადამიანთან უწევს ურთიერთობა. იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსით მისი დაინფიცირების რისკი მაღალია, აცრას არ აპირებს. პანდემიისა და ქვეყანაში რთული ეპიდვითარების შესახებ ინფორმირებულია, თუმცა არ იცის და არც აინტერესებს, რომელი ვაქცინაა ხელმისაწვდომი ქვეყანაში.

„მე მგონია, რომ სინთეთიკურ ვაქცინებს არ აქვთ ეფექტურობა. არ ვიცი, რას შეიცავს ეს ვაქცინა, ამიტომაც გადაწყვეტილებას ვერ ვიღებ. ტელევიზორს ვუყურებთ, ვიცი რა ხდება ქვეყანაში, მაგრამ რას შეიცავს და რა გვერდითი მოვლენები აქვს, არ ვიცი. ერთი ეგ ვიცით, რომ ვინც ალერგიულია, არ შეიძლება, მე ცოტა ალერგიული ვარ“.

„ჩემი ვაქცინა ნიორი და არაყია“ - საუბარში გვერთვება არუთუნ ოვაკინიანის მეგობარი. აცრას არც ის აპირებს. ნორაიერ მალხასიანი ფიქრობს, რომ ორი წლის წინ COVID-19 შემთხვევით არ გამოჩენილა და ის „მსოფლიო პოლიტიკის ნაწილია“. ახალციხელ მამაკაცს აეჭვებს აცრილთა დაინფიცირების შემთხვევები და მოკლე დრო, რომელიც მეცნიერებს ვაქცინის შექმნისთვის დასჭირდათ.

„ჩემი მეზობელია, ერთი თვის წინ გაიკეთა „ფაიზერი“, ახლა ავადაა, წევს. ოთხი-ხუთი თვის შემდეგ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ ერთი თვე გავიდა აცრიდან. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ეფექტი არ აქვს. ყველაზე პრიმიტიულ წამალზე 3-4 წელი წვალობენ და მერე უშვებენ ბაზარზე, როგორ მოხდა, რომ ასეთი სერიოზული რაღაც, როგორიც ვაქცინაა, ერთ წელში მზადაა? მაგალითად, ციტრამონი - ათასი ექსპერიმენტი, თაგვებზე გამოცდა, დიდი დრო დასჭირდა“.

ნორაიერ მალხასიანი, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ორი წელია შეზღუდვებით ცხოვრობს. ვირუსისა და პანდემიასთან ბრძოლაში მეცნიერების მიღწევების შესახებ ინფორმაციას, ეთნიკურად სომეხი მოქალაქეებისგან განსხვავებით, მხოლოდ რუსული ტელეარხებიდან არ იღებს. ამბობს, რომ თვალს ადევნებს დასავლურ მედიასაშუალებებსაც. მისი სკეპტიციზმი სწორედ ვირუსის გარშემო გავრცელებულმა დეზინფორმაციამ განაპირობა.

„ვუყურებ ამერიკულ და ევროპულ არხებს - CNN, BBC. ბევრ სიახლეს ვეცნობი ინტერნეტშიც და ყურადღებით რომ წაიკითხო, ინფორმაცია ერთმანეთს არ ემთხვევა. რომ შეადარო ერთი წერს სულ სხვა რაღაცას, მეორე საერთოდ სხვას ამბობს. ბოლოც არ ჩანს, როდის დასრულდება ამდენი შეზღუდვა“.

Booking.moh.gov.ge-ს შესახებ არაფერი იცის არც ნორაიერმა და არც მისმა მეგობარმა არუთუნმა. სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურად სომხურ თემში ვაქცინაციის პროცესს არც სასულიერო პირების მხარდაჭერა აქვს, რაც იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდიდა. აცრისგან ჯერ თავს იკავებს სომხური სამოციქულო ეკლესიის ახალციხის სულიერი მოძღვარი. ჰაკობ საჰაკიანის თქმით, ვაქცინაციის საჭიროებაში მოსახლეობას არავინ არწმუნებს. ამასთან, ჯერ კიდევ არსებობს შიშები ახალი მედიკამენტის მიმართ.

„ხალხი შიშობს, რომ მცირე დროში შეიქმნა რაღაც ვაქცინა, რომელიც ჯერ დატესტილიც არ იყო და მათზე გამოცადეს. თავის დროზე, ვაქცინის შემუშავების შემდეგ, 5-7 წელი მხოლოდ ტესტავდნენ, თუ რა რეაქციას გამოიწვევდა ადამიანის აცრის შემთხვევაში. ხალხს შიში აქვს და ერიდებიან. ვფიქრობ, ეს არის მათი უფლება, გააკეთონ არჩევანი აცრას და აუცრელობას შორის. ათასობით საკითხია, რის გამოც შეიძლება ეს ვაქცინა ვერ მიიღოს ორგანიზმმა, ხალხს კი გარანტია სჭირდება“.

მღვდელმონაზონი ჰაკობ საჰაკიანი ახალციხისა და ბორჯომის რეგიონების სულიერი ინსპექტორია, ასევე სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის სულიერი მოძღვარი. ის ყოველ დღე ხვდება მრავალრიცხოვან მრევლს, თუმცა ამბობს, რომ ვერც ამ შეხვედრებზე და ვერც მედიის საშუალებით ვაქცინაციისკენ ვერავის მოუწოდებს. მღვდელმონაზონის თქმით, იმუნიზაციის მიმართ შიშები და ინფორმაციის ნაკლებობა განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს აქვთ.

„სოფლებში ცხადია, ნაკლებად იცრებიან, რადგან ისინი ნატურალურ პროდუქტს მიირთმევენ და უფრო ძლიერებიც არიან. ქალაქთან ურთიერთობა ხშირად არ აქვთ, ნაკლებად აქვთ წვდომა მედიცინასთან. სოფელში არ ჰყავთ ისეთი სპეციალისტები, ვინც სწორ რჩევას მისცემდა“.

ეთნიკური უმცირესობის დიდ ნაწილს ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებასა და ვაქცინაციაზე სწორი და სათანადო ინფორმაცია რომ არ ჰქონდა, სამოქალაქო სექტორმა არა მხოლოდ ვაქცინაციის დაბალი ტემპით, არამედ მოქალაქეებთან შეხვედრების დროსაც შეამჩნია. საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ნახეს, რომ ვაქცინის გაკეთების ისედაც მცირე მსურველს შორის, გაცილებით ცოტა იყო ისეთი, რომელსაც იმუნიზაციის თარიღის დაჯავშნა და რეგისტრაცია დამოუკიდებლად შეეძლო. სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მომუშავე 17-მა ორგანიზაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს წერილით ორ აგვისტოს მიმართა და ვაქცინაციის რეგისტრაციის ვებ-გვერდზე - booking.moh.gov.ge-ზე უმცირესობების მშობლიური ენის დამატება სთხოვა.

„გარდა იმისა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, აცრის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, მათ ტექნიკურადაც არ შეუძლიათ ჩაერთონ რეგისტრაციის პროცესში. სამწუხაროდ, მათ არ იციან ქართული ენა, რეგისტრაცია კი მათ მშობლიურ ენაზე არ ხდება. ჩვენი ინიციატივა იყო, ვებ-გვერდს დამატებოდა სომხური და აზერბაიჯანული ენები, რაც გაამარტივებდა რეგისტრაციის პროცესს და ცოტა უფრო გაააქტიურებდა ვაქცინაციას“, - ამბობს რეგიონის ჰაბ ორგანიზაციის, „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელი ჯაბა ნათენაძე.

მას შემდეგ ორ თვეზე მეტი გავიდა, სამოქალაქო სექტორს კი ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არც ერთი უწყებისგან მიუღია. საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნას არაოფიციალური პასუხი ჯანდაცვის მინისტრმა სატელევიზიო ინტერვიუში გასცა.

ვაქცინის მსურველს რეგისტრაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე შეუძლია. ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ booking.moh.gov.ge-ს არ აქვს ის მხარდაჭერა, რომ სომხური და აზერბაიჯანული ენები დაემატოს.

„არსებობს გარკვეული ტექნიკური პრობლემები, რომელიც სხვა ენაზე, გარდა ინგლისურისა და ქართულისა, ვერ იქნება ნათარგმნი. დაავადებათა კონტროლის ცენტრს გააჩნია ყველა საინფორმაციო ბროშურა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქართულად, სამწუხაროდ არ საუბრობენ და მათ, რა თქმა უნდა, მოვაწვდით ყველა ინფორმაციას იმ ენაზე, რომელიც არის მათთვის მისაღები და გასაგები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სამცხე-ჯავახეთში, ერთ დღეში, საშუალოდ 170 აცრა ტარდება. ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, რეგიონისთვის 33 075 ვაქცინირებული ძალიან ცოტაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ რეგიონში ვაქცინაციის „უცნაურად დაბალი“ მაჩვენებელია. გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მასშტაბით, ყველაზე ცოტა ვაქცინირებული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშია.

"სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის უცნაურად დაბალი მაჩვენებელია. იმედი მაქვს, ალბათ შევძლებთ, რომ სამცხე-ჯავახეთი გახდეს უკეთესი მოცვის რეგიონი და შემდგომ სეზონს, შემოდგომას და ზამთარს, რაც უფრო მაღალი რისკების შემცველია ასეთი ტიპის გავრცელების დაავადებისთვის, შევხვდეთ უფრო მზადყოფნაში".
პანდემიის პირობებში, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის გამოწვევა მხოლოდ ვაქცინის თარიღის დაჯავშნა არ არის. ცხელი ხაზის ოპერატორები მოქალაქეებს ქართულ ენაზე პასუხობენ, რაც საზოგადოებრივი ორგანიზაციების აზრით, დამატებით ბარიერებს ქმნის, ართულებს კომუნიკაციას და კიდევ უფრო ზრდის აცრისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას.

„უმცირესობები ინფორმაციას ძირითადად, რუსული საინფორმაციო საშუალებებით იღებენ, რომლებიც გაჟღენთილია პროპაგანდით. ამიტომაც არის, რომ ზოგიერთ სოფელში გამოკითხვისას, რომელ ვაქცინას ენდობით, ლიდერობს „სპუტნიკი“. ეს რისი ბრალია? მათ არ აქვთ წვდომა ინფორმაციაზე, რასაც ისმენენ იმას ენდობიან“ - გვითრა ჯაბა ნათენაძემ.

სამოქალაქო სექტორი ამბობს, რომ მძლავრ ანტივაქსერულ კამპანიას მხოლოდ, სწორი ინფორმაციის უწყვეტი მიწოდება შეაჩერებს. როგორ აპირებს ამას საქართველოს ხელისუფლება - უცნობია. ამირან გამყრელიძემ ახალციხეში ვიზიტისას „მეცხრე არხის“ კითხვაზე, ხომ არ დაგვიანდა ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანია, განაცხადა, რომ კი.

„ვიღებ კრიტიკას, საინფორმაციო კამპანია საკმარისი არასოდეს არის, კიდევ მეტი უნდა ვისაუბროთ. ერთი და იგივე პრობლემები გვაქვს სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში. ბევრი მასალა გვაქვს სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი, გამოგიგზავნით თუ გინდათ. ისინი მეტად უყურებენ რუსულენოვან არხებს, სადაც ხდება“სპუტნიკის“ადვოკატირება“.

ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის ზრდაზე ვერც ბროშურების დარიგებამ იმოქმედა. სხვადასხვა დროს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა რეგიონში სომხურენოვანი ბუკლეტები დაარიგა. რამდენიმე თვეში ერთხელ გამართული საინფორმაციო შეხვედრა, რუსული მედიასაშუალებებიდან მიღებულ ინფორმაციას ვერ უმკლავდება.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 24 °C
img
ახალქალაქი 19 °C
img
ასპინძა 28 °C
img
ადიგენი 28 °C
img
ბორჯომი 24 °C
img
თბილისი 26 °C
img
აბასთუმანი 21 °C
img
ბაკურიანი 17 °C
img
ნინოწმინდა 19 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.9171
EUR
EUR
1
2.8804
RUB
RUB
100
2.9145
TRY
TRY
1
0.0827
USD
USD
1
2.6859
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertipobet yeni giristipobet güncel giriştipobet günceltipobet tvmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişPusulabetbahiscom girişbahiscom twittersuperbetinbetturkeystarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitterparibahiscasibomdeneme bonusu veren sitelercasibombahiscom girişbahiscom twitterstarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobetBetnano hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetonwingrandpashabetnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahissalt likitsigara shopbahsegelkavbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbetlunabetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişmeritkingtarafbetparibahis+18 filmvbetparibahisholiganbetbetebetvbetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10marsbahisbets10meritkingimajbetgrandpashabetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornoSlotellabetvolebets10onwincasibomcasibomMatadorbettruvabetdumanbet girişcasibomtümbetbettiltgrandbettingBetturkey TwitterklasbahiskalebetPerabetholiganbetinterbahisbetticketbaywintarafbetpokerklasyouwinbetpastipobetbetpasbetboobayspinDeneme bonusu veren sitelerlimanbetCasibomkadıköy travestimatadorbetxslotxslotxslottarafbetjojobetqueenbetsekabetmeritkingbetkanyon