სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ქალაქ ბორჯომში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე ოთხ კუბურ მეტრამდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული.
მძღოლმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია. ავტომანქანა დაილუქა.