საქსტატი საყოველთაო აღწერის წინასწარ მონაცემებს ასაჯაროებს, რომლის
თანახმადაც, 2014 წლის 5 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს
მოსახლეობა 3 729 635 ადამიანით განისაზღვრა. წინა აღწერასთან (2002)
შედარებით მოსახლეობის რაოდენობა 641 900 ადამიანითაა შემცირებული.
აღწერის შედეგების მიხედვით, სოფელში 1 589 509
ადამიანი ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობა 23.8%-ით შემცირდა, ხოლო
ქალაქის – 6.3 %-ით. მთელი მოსახლეობის 57. 4% ქალაქში ცხოვრობს, რაც
2002 აღწერის მაჩვენებელს 5.1%-ით აღემატება. თბილისში 1 118 035
ადამიანი ცხოვრობს და თბილისის მოსახლეობის წილი საქართველოს მთლიან
მოსახლეობაში 30%-ია. წინა აღწერასთან შედარებით მოსახლეობის
რაოდენობა გაზრდილია ბათუმში (26.3%), რუსთავში (7.3%). მოსახლეობის
რაოდენობა ყველაზე მეტად შემცირდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში
(37.4%), სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში (29%). საყოველთაო აღწერა
5 ნოემბერს დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა. 2014 წლამდე
საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2002 წელს ჩატარდა.
საქსტატი საყოველთაო აღწერის წინასწარ მონაცემებს
ასაჯაროებს, რომლის თანახმადაც, 2014 წლის 5 ნოემბრის
მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 729 635 ადამიანით
განისაზღვრა. წინა აღწერასთან (2002) შედარებით მოსახლეობის რაოდენობა
641 900 ადამიანითაა შემცირებული.
აღწერის შედეგების
მიხედვით, სოფელში 1 589 509 ადამიანი ცხოვრობს. სოფლის
მოსახლეობა 23.8%-ით შემცირდა, ხოლო ქალაქის – 6.3 %-ით. მთელი
მოსახლეობის 57. 4% ქალაქში ცხოვრობს, რაც 2002 აღწერის მაჩვენებელს
5.1%-ით აღემატება.
თბილისში 1 118 035 ადამიანი ცხოვრობს და თბილისის მოსახლეობის
წილი საქართველოს მთლიან მოსახლეობაში 30%-ია. წინა აღწერასთან
შედარებით მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია ბათუმში (26.3%), რუსთავში
(7.3%). მოსახლეობის რაოდენობა ყველაზე მეტად შემცირდა რაჭა-ლეჩხუმსა
და ქვემო სვანეთში (37.4%), სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში
(29%).
საყოველთაო აღწერა
5 ნოემბერს დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა.
2014 წლამდე საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2002 წელს
ჩატარდა.