ლატარიას "აიცერი და მოიგე" გამარჯვებულები სამცხე-ჯავახეთშიც ჰყავს
ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიას „აიცერი და მოიგე“ დღეს, 23 დეკემბერს 158 გამარჯვებული ჰყავს. გათამაშდა 500 და 100-ლარიანი საპრიზო ფონდი. გამარჯვებულებს შორის არიან სამცხე-ჯავახეთში ვაქცინირებული პირები.
ნინოწმინდა 500 ლარი - ვაქცინა „სინოვაკი“,
ახალციხე 500 ლარი - ვაქცინა „სინოფარმი“,
ახალციხე 100 ლარი - ვაქცინა „ფაიზერი“,
ახალქალაქი 100 ლარი - ვაქცინა „სინოფარმი“,
ახალქალაქი 100 ლარი - ვაქცინა „ფაიზერი“.
ლატარიას სულ ჰყავს 16 238 გამარჯვებული, გაცემულია 2 560 000 ლარი.
ყოველდღიურად თამაშდება 100-დან 500 ლარამდე მოგება, ყოველკვირეულად 1 000 -დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 2021 წლის 31 დეკემბერს ტელეეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი.
STOPCOVID ლატარია "აიცერი და მოიგე" იმართება საქართველოს მთავრობის ინიციატივით ვაქცინაციის პროცესის სტიმულირების მიზნით. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია მინიმუმ, ერთჯერადად აცრილ მოქალაქეს. ლატარია დაიწყო 2021 წლის 13 სექტემბერს, ყოველდღიური გათამაშება 2021 წლის 27 დეკემბერს დასრულდება. 31 დეკემბერს კი გაიმართება შემაჯამებელი გათამაშება.