195 000 ლარი გიორგი ბრწყინვალეს ძეგლისთვის - ახალციხის ცენტრში მეფის მონუმენტი საზეიმოდ გაიხსნეს
12:12 / 24.12.2021
ახალციხის ცენტრში, თამარაშვილის ქუჩაზე მეფე გიორგი ბრწყინვალეს მონუმენტი საზეიმოდ გახსნეს.
ცერემონიას რეგიონის და მუნიციპალიტეტის პირველი პირები ესწრებოდნენ. ძეგლის შესარჩევ კონკურსში 13 ესკიზი წარადგინეს, საკონკურსო კომისიამ მოქანდაკე კახა არუნაშვილის ნამუშევარი შეარჩია. ძეგლი 7 მეტრიანია, აქედან 3.5 მეტრი ბრინჯაოს მონუმენტია.
ახალციხეში მეფე გიორგი V-ს ძეგლის დადგმის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 2020 წელს ახალციხეში, წინასაარჩევნოდ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. დღეს კი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მონუმენტის განთავსების იდეა ადგილობრივ მოსახლეობას ეკუთვნის.
გიორგი ბრწყინვალეს დედა ჯაყელთა საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. ის მესხეთში პაპასთან, ბექა ჯაყელთან გაიზარდა. აქედან გაჩნდა იდეა, რომ ახალციხეში გიორგი V-ს ძეგლი დაედგათ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.