საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულებს გადააჭარბა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს, სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის რაოდენობამ 151 110 კაცი შეადგინა. ამ წელს რეგიონში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს დაიბადა 1 904 ახალშობილი და გარდაიცვალა 1 945 პირი, 2020 წელს კი დაიბადა 1 912 და გარდაიცვალა 2 055.
2020 წლის შობადობა მუნიციპალიტეტების მიხედვით:
- ასპინძა 158 ახალშობილი
- ადიგენი 210 ახალშობილი
- ნინოწმინდა 279 ახალშობილი
- ბორჯომი 288 ახალშობილი
- ახალციხე 426 ახალშობილი
- ახალქალაქი 551 ახალშობილი
2019 და 2020 წელს რეგიონში ბუნებრივი მატების ნაცვლად, მოსახლეობის კლება დაფიქსირდა. საქსტატს 2021 წლის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია.
გააზიარეთ :