,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოს" ეკატერინე ორჯონიკიძე უხელმძღვანელებს
სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოს" ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსის წესით ეკატერინე ორჯონიკიძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ეკატერინე ორჯონიკიძე, 2019 წლის იანვრიდან 2021 წლის ბოლომდე სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პირველადი სტრუქტურული ერთეულს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
2018 წელს იყო საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 2014 წლიდან დღემდე სქართველოს სათხილამურო ფედერაციისვიცე-პრეზიდენტი.
2013-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს საელჩოს ჩეხეთის რესპუბლიკაში მრჩეველად განათლებისა და კულტურის საკითხებში.
ეკატერინე ორჯონიკიძე 2010-2012 წლებში მუშაობდა გერმანული ენის პედაგოგად, ქალაქ თბილისის ევროპულ სკოლაში.
2005-2012 წლებში იყო გერმანული ენის კათედრის ხელმძღვანელი, კერძო სკოლა-კომპლექს" სადუნ"-ში.
1992 - 2001 წლებში მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტში გერმანული ენის პედაგოგად.
1991-1992 წლებში მუშაობდა თბილისის მე-4 გიმნაზიაში, გერმანული ენის პედაგოგად.
2016 წელს ეკატერინე ორჯონიკიძემ დააფუძნა ქალთა საეთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ქალები ქალისთვის". ეკატერინე ორჯონიკიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გერმანისტიკა, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.