ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე გადაადგილება აკრძალულია
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე (სოფ.ბეღლეთი) ჩამოსულია მეწყერი, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება სოფელი ბოძაურისა და ტაბახმელას შემოვლითი გზით მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით. ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება და სავარაუდოდ,რამდენიმე დღეს გასტანს.
გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოძრაობა კვლავ გადმოერთვება ცენტრალურ გზაზე.