მსოფლიო დონის მოთხილამურეებმა, ბაკურიანში ინფრასტრუქტურა დადებითად შეაფასეს - მარიამ ქვრივიშვილი
წარმატებით ვმასპინძლობთ ევროპის თასს ბაკურიანში, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი სახის აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისთვის, პირველ რიგში კი სამთო-სათხილამურო კურორტებისთვის.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სასიხარულოა, რომ ქვეყანას ევროპის თასის ფარგლებში მსოფლიო დონის მოთხილამურეები სტუმრობენ. ამასთან აღნიშნავს, რომ მოთხილამურეები დადებითად აფასებენ იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც აღნიშნული ღონისძიებისთვის მოეწყო.
"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ბაკურიანისთვის. ჩვენ წარმატებით ვმასპინძლობთ ევროპის თასს ბაკურიანში, რისთვისაც არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ ქვეყანას ევროპის თასის ფარგლებში მსოფლიო დონის მოთხილამურეები სტუმრობენ, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ ღონისძიებისთვის ადგილობრივად მოვაწყვეთ. მსგავსი სახის აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის, პირველ რიგში კი სამთო-სათხილამურო კურორტებისთვის. ეს საქართველოს პოზიციონირებას ამყარებს საერთაშორისო არენაზე",- აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.