საზოგადოება
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
დღეს, 21 თებერვალს, საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 22:22 საათზე, ქალაქ ქობულეთში დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიდიდე 3.7 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.
დღის განმავლობაში პირველი მიწისძვრა 16:17 საათზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მოხდა. ეპიცენტრი სოფელ სამებიდან 9 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიდიდე 3.2 (ML) მაგნიტუდა იყო.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :