არა რუსულ რეპრესიებს, არა რუსულ რეჟიმს! - ახალციხეში საპროტესტო აქცია გაიმართა
თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ტყვეებს! სოლიდარობა მედიას! არა რუსულ რეპრესიებს, არა რუსულ რეჟიმს! - ამ სლოგანებით, დღეს 16 იანვარს, ახალციხეში შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს, მათი მთავარი მოთხოვნა კი უცვლელი იყო, ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ახალციხეში პროტესტს ხვალ 17 იანვარს, იგივე მოთხოვნებით გააგრძელებენ. აქცია შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ, 17:00 საათზე გაიმართება.