"რუსეთი ოკუპანტია და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს" - ახალციხეში უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს
18:20 / 24.02.2022
ახალციხეში, უკრაინის მხარდასაჭერად მშვიდობიანი აქცია გაიმართა. საზოგადოების აქტიური წევრები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. მათ რუსეთის მიერ წამოწყებული პროცესი დაგმეს და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს.
"ჩემს შვილებთან ერთად ვარ დღეს აქ მოსული. დღეს ყველას ემუქრება საფრთხე, არამარტო უკრაინელებს, არამედ ჩვენც, ჩვენს შვილებსაც, ზოგადად დემოკრატიას. ბეწვის ხიდზე გადის დღეს ჩვენი დემოკრატია. ამიტომ ყველამ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას და ჩვენი სათქმელი ვუთხრათ რუსეთს. უნდა ვთქვათ, რომ რუსეთი ოკუპანტია და დროა რომ შეჩერდეს. საერთაშორისო საზოგადოებას აქვს საქართველოს მაგალითი და დღევანდელმა პროცესებმა კიდევ ერთხელ კარგად დაანახა მთლიანად მსოფლიოს რა ხდებოდა რეალურად საქართველოში 2008 წელს. ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ საერთაშორისო საზოგადოება უფრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამს და შეშფოთებითა და აღშფოთებით არ შემოიფარგლება" - აღნიშნა აქციის წევრმა მაკა სუდაძემ.
აქცია დღეს სოციალურ ქსელში, სპონტანურად მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა. მშვიდობიანი შეკრების ერთ-ერთი ინიციატორი ნიკოლოზ ბეგიშვილია.
"ჩვენ შევიკრიბეთ, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინას. ჩვენ არ გვინდა ომი. ჩვენ გვინდა მშვიდობა. ასევე შევიკრიბეთ იმისთვის, რათა შევახსენოთ, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი ტერიტორია. ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს არასდროს" - ამბობს ნიკოლოზ ბეგიშვილი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ქალაქები რუსეთის მიერ დღეს დილიდან იბომბება. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.