საზოგადოება
"ჩვენ ვართ სამი ტყუპი საქართველოდან, დიდება უკრაინას"
უკრაინას სოლიდარობას ახალციხიდანაც უცხადებენ. კაპერსკების ოჯახის სამი ტყუპი უკრაინის დროშის ფერებში გამოეწყო და სოლიდარობა ამ ფორმით გამოხატა.
მანამდე სამცხე-ჯავახეთის ორ ქალაქში - ახალციხესა და ბორჯომში, 24 და 25 თებერვალს, უკრაინის სოლიდარობის აქცია ადგილობრივების ორგანიზებით გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
26 თებერვლის დილის მონაცემებით, დაიღუპა 3,5 ათასი რუსი ჯარისკაცი, ხოლო 200-მდე ტყვედ ჩავარდა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა მხარემ 14 თვითმფრინავი, 8 ვერტმფრენი და 102 ტანკი დაკარგა.
გააზიარეთ :