კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდი, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტს
ავტომობილების მწარმოებელი კომპანია „ტოიოტა“ აცხადებს, რომ ერთადერთ რუსულ ქარხანაში, რომელიც სანკტ-პეტერბურგში მდებარეობს, მუშაობას აჩერებს. იაპონურმა კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ მან „შეაჩერა ავტომობილების იმპორტი, შემდგომ შეტყობინებამდე, მიწოდების ჯაჭვის შეფერხების გამო", რადგან რუსეთს მკაცრი საერთაშორისო სანქციები ემუქრება.
„ტოიოტას“ უკრაინაში არ აქვს ქარხნები, მაგრამ რუსეთის შეჭრის შემდეგ მან ქვეყანაში ყველა გაყიდვა შეაჩერა. „ჩვენი პრიორიტეტი ამ კრიზისთან გამკლავებისას არის ჩვენი გუნდის ყველა წევრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა”, - აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისათვის, გასულ წელს „ტოიოტამ“ სანკტ-პეტერბურგის ქარხანაში 80 000-მდე ავტომობილი გამოუშვა და მათი უმეტესობა რუსულ ბაზარზე გაიყიდა.