საზოგადოება
ბორჯომში, დევნილ ოჯახებთან საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი განიხილეს
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ჯაბა სირბილაძემ და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრებმა, ბორჯომში, ყოფილი სანატორიუმების - „ლიკანისა“ და „ბორჯომის“ შენობებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
"კომისიის წევრებმა ინდივიდუალურად განიხილეს ყველა იმ დევნილი ოჯახის საკითხი, რომლებსაც საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, გარკვეული შეკითხვები გააჩნდათ.
დევნილთა სააგენტოს უკვე გადაეცა მიწის ნაკვეთი ქალაქ ბორჯომში, სადაც იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება" - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომში, იძულებით გადაადგილებული პირები, საცხოვრებელი ფართების მიღებას, თითქმის 30 წელია ელოდებიან.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :