საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დღეს, 23 მარტს, თბილისის დროით 21:10 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამება იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიდიდე 4 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.