საზოგადოება
ოლავერდელებმა, ახალქალაქის მერიასთან პროტესტის გამოსახატად, 3 საათი ფეხით იარეს
სოფელ ოლავერდის მაცხოვრებლებმა სამი საათი თოვლში ფეხით იარეს, რომ ახალქალაქის მერიასთან პროტესტი გამოეხატათ. ისინი სოფლამდე მისასვლელი გზის გაწმენდას მეექვსე დღეა ითხოვენ. ერთი კვირის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი ჩაკეტა.
„სხვა სოფლებისთვის უფასო ტექნიკა აქვთ, ჩვენთვის არა. 6 დღეა გზა არ გაუხსნიათ, ავადმყოფები გვყავს, კვდებიან“, - განაცხადეს აქციაზე.
„რატომ იხსნება გომანო ღამით, მაგრამ ჩვენთვის აღჭურვილობა არ არის? აქ ხალხი არ ცხოვრობს? არჩევნების დროს მოდიან, ხმები უნდათ. დღეს კი გზები არ გვაქვს. ადამიანს ოპერაცია სჭირდება, კვდება და გზა არ არის."
მოსახლეობას ახალქალაქის მერის მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძე და სერვისცენტრის დირექტორი მხითარ რსტაკიანი შეხვდნენ. როგორც მათ შეკრებილებს განუმარტეს, გზების გასახსნელად ტექნიკა თითქმის 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
საბოლოოდ სოფლის მაცხოვრებლები ახალქალაქის მერსაც გაესაუბრნენ, რომელიც გზების უახლოეს პერიოდში მოწესრიგებას დაჰპირდა.
შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ჯავახეთში უხვი ნალექი მოვიდა, რასაც თან დაერთო ქარბუქი. შედეგად ნამქერმა არაერთ სოფლამდე მისასვლელი გზა ჩაკეტა.
Jnews
გააზიარეთ :