საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 15:00 საათზე დაფიქსირდა, რომლის სიდიდე 3.0 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაა.